მოგესალმებით

OpenOffice.org 2.0 წამიკითხე

წამიკითხე ფაილის უკანასკნელი განახლებისთვის იხილეთ http://www.openoffice.org/welcome/readme.html

ძვირფასო მომხმარებელო

ფაილი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პროგრამის შესახებ. გთხოვთ წაიკითხოთ ეს ინფორმაცია ყურადღებით სამუშაოს დაწყებამდე.

The OpenOffice.org Community, პასუხისმგებელი პროდუქტის განვითარებაზე, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად როგორც საზოგადობის წევრი. როგორც ახალი მომხმარებელი, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ The OpenOffice.org ვებსაიტი რომელიც შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას მომხმარებლისათვის

http://www.openoffice.org/about_us/introduction.html

აგრეთვე წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი განყოფილებები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება გაწევრიანდეთ OpenOffice.org პროექტში.

შენიშვნები ინსტალაციის დროს

სისტემური მოთხოვნები:

OpenOffice.org გახსნათან დაკავშირებული სიძნელეები (მაგ. პროგრამის გაჭედვა) ისევე როგორც გამოსახულებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფრაფიკული ბარათის დრაივერთან. თუ მსგავსი პრობლემები იჩენს თავს, გთხოვთ განახლება გაუკეთოთ თქვენს გრაფიკულ ბარათის დრაივერს ან გამოიყენეთ გრაფიკული ბარათის დრაივერი რომელიც თქვენს ოპერაციულ სისტემას მოყვა. სამგანზომილებიან ჩვენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა შესაზლებელია პარამეტრ "Use OpenGL" დეზაქტივაციით შემდეგი მოქმედებების შესრულებით 'ხელსაწყოები-პარამეტრები-ხედვა-სამგანზომილებიანი ხედვა'.

თქვენ შეგიძლიათ OpenOffice.org იქონიოთ დაინსტალირებული მის წინამორბედ ვერსიებთან ერთად.თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ძველი ვერსიის დეზინსტალაციას, მაშინ საჭიროა ახალი ვერსიის საინსტალაციო პროგრამის გამოძახება და გასწორება ბრძანების არჩევა. ეს უზრუნველყოფს ახალი ვერსიის გამართულ რეგისტრაციას თქვენს სისტემაში.
გთხოვთ შენიშნოთ რომ მონიშვნა და ჩასმა გაცვლის ბუფერის საშუალებით OpenOffice.org 1.x და OpenOffice.org 2.0 შორის შესაძლებელია არ განხორციელდეს. თუ მსგავსი რამ მოხდა, მაშინ 'ჩასწორება-საგანგებო ჩასმა' და შემდეგ აირჩიეთ არა OpenOffice.org-ის ფორმატი, ან გახსენით დოკუმენტი OpenOffice.org-ის საშუალებით.

გთხოვთ დარწმუნდით რომ

Gnome-ის პროგრამული გაშვებისას წარმოქმნილი პრობლემები

თუ თქვენ გაქვთ პრობლემები OpenOffice.org-ის გაშვებასთან დაკავშირებით (ხშირად როდესაც იყენებთ Gnome) თუ შეიძლება ამოშალეთ SESSION-MANAGER ცვლადი იმ გარემოდან რომელსაც იყენებთ OpenOffice.org-ის გასაშვებად. ამის გაკეთება შესაძლებელია ხაზის "unset SESSION_MANAGER" დამატებით გარემოს სკრიფტის დასაწყისში რომლის პოვნაც შესაძლებელია "[office folder]/program" დირექტორიაში.

სამომხმარებლო ინტერფეისის შრიფტის შეცვლა

OpenOffice.org-ში შესაძლებელია ეკრანის ან დასაბეჭდი შრიფტის შეცვლა სხვა შრიფტით რომელიც დაინსტალირებული თქვენს სისტემაში. ამის გაკეთება შესაძლებელია შრიფტის შეცვლის ფუნქციიდან. აირჩიეთ 'ხელსაწყოები-ვარიანტები-OpenOffice.org-შრიფტები' რათა გახსნათ შრიფტის შეცვლის ცხრილი.

იმისათვის რათა შეცვალოთ შრიფტი OpenOffice.org-ის სამომხმარებლო ინტერფეისში, საჭიროა შეცვალოთ სტანდარტული "Andale Sans UI" ფონტი სხვა ფონტით და მონიშნოთ "ყოველთვის" პარამეტრი ამ ცვლილებისათვის.

მიმართეთ OpenOffice.org-ის დახმარებას დიალოგის უფრო დაწვრილებითი ახსნა განმართებისათვის.

მალსახმობი ღილაკები

მხოლოდ მალსახმობი ღილაკები (ღილაკების კომბინაციები) რომელიც არ გამოიყენება ოპერაციულ სისტემაში შეიძლება გამოყენებულ იქნას OpenOffice.org-ში. თუ ღილაკების კომბინაცია OpenOffice.org-ში არ მუშაობს ისე როგორც აღწერილი იყო OpenOffice.org -ის დახმარებაში, მაშინ შეამოწმეთ რომ ეს კომბინაცია არ გამოიყენება ოპერაციულ სისტემაში. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საწიროა შეცვალოთ ღილაკები თქვენს ოპერაციულ სისტემაში. მეორეს მხრივ, შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ღილაკის ფუნქციის შეცვლა OpenOffice.org-ში. მეტი ინფორმაციისათვის ამ თემის შესახებ, მიმართეთ OpenOffice.org-ის დახმარებას ან თქვენი ოპერაციული სისტემის დახმარების დოკუმენტაციას.

ფაილების დაბლოკვა

სტანდარტულად, ფაილის დაბლოკვა ჩართულია OpenOffice.org-ში. მის გასაუვნებელსაყოფად საჭიროა დააყენოთ შესაფერისი გარემოს ცვლადები SAL_ENABLE_FILE_LOCKING=0 და დააექსპორტით SAL_ENABLE_FILE_LOCKING. ეს შენატანები უკვე გააქტიურებულ რეჟიმშია სკრიფტურ ფაილში.

გაფრთხილება: გააქტიურებული ფაილის დაბლოკვის ფუნქციას შეუძლია პრობლემები შეუქმნას Solaris 2.5.1 და 2.7 როდესაც ის გამოიყენება Linux Nშ 2.0-თან ერთად. თუ თქვენი სისტემის გარემოს აქვს ასეთი პარამეტრები, მაშინ ჩვენ გირჩევთ რომ თავი შეიკავოთ ფაილების დაბლოკვის ფუნქციისაგან. საწინააღმდეგო შემთხვევაში, OpenOffice.org გაიყინება როგორც კი ცდით ფაილის გახსნას NFS დირექტორიიდან Linux-ის კომპიუტერიდან.

მომხმარებელი / შეცვლილი წყაროს კოდი

ნაწილი საავტორო უფლებების 1998, 1999 ჯეიმს კლარკი. ნაწილი საავტორო უფლებების 1996, 198 Netscape Communications Corporation.

გაწევრიანება

OpenOffice.org კავშირი ძალიან დიდ დახმარებას მიიღებს თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ამ მნიშვნელოვანი ღია კოდის პროეკტის განვითარებაში.

როგორც მომხმარებელი, თქვენ უკვე ხართ ფასეული ნაწილი ამ განვითარების პროცესის და გვსურს გაგამხნეოთ მეტად რათა უფრო აქტიური როლი ითამაშოთ როგორც ამ კავშირის გრძელ ვადიანმა ხელშემწყობმა. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და შეამოწმოთ ჩვენი მომხმარებელთათვის განკუთვნილი გვერდი შემდეგ მისამართზე:http://www.openoffice.org

რეგისტრაცია

გთხოვთ დაუთმოთ ცოტაოდენი დრო პროდუქტის რეგისტრაციას პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისას. თუმცა რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, ჩვენ გირჩევთ რომ გაიაროთ რეგისტრაცია, რათა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და მოხდეს მათი მომხმარებელთათვის პირდაპირი და უკეთესი მიწოდება. პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შეთანხმების საფუძველზე, OpenOffice.org კავშირი იღებს ყველანაირ ზომას რათა დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ რეგისტრაცია ინსტალაციის დროს, თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია ნებისმიერ დროს შემდეგ მისამართზეhttp://www.openoffice.org/welcome/registration20.html

მომხმარებელთა გამოკითხვა

აგრეთვე გირჩევთ რომ შეავსოთ მომხმარებელთა გამოკითხვის გვერდი. მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგები დაეხმარება OpenOffice.org-ს რომ იმოძრაოს უფრო სწრაფად რათა დააწესოს ახალი სტანდარტები მომდევნო თაობის საოფისე მასალის შესაქმნელად. პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, OpenOffice.org იღებს ყველა ზომას რათა დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები.

ხარვეზებისა და მოვლენების ანგარიშგება

OpenOffice.org-ის ვებსაიტზე არის IssueZilla, ხარვეზების და სხვადასხვა საკითხების ანგარიშგების, დაფიქსირების და გადაჭრის მექანიზმი. ჩვენ ვურჩევთ ყველა მომხმარებელს რომ მონაწილეობა მიიღონ და გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია პრობლემური საკითხების შესახებ რომლებიც შეიძლება წარმოიქმნენ თქვენს პლატფორმაზე. ენერგიული ანგარიშგება საკითხების შესახებ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება რომელიც მომხმარებლებმა შეიძლება გაუწიონ მასალების მიმდინარე განვითარებას და გაუმჯობესებას.

გაწევრიანება

აქ არის რამოდენიმე პროექტის იმ დაგზავნის სიებიდან სადაც თქვენ შეგიძლიათ გაწევრიანდეთhttp://www.openoffice.org/mail_list.html

შეუერთდით ერთ ან მეტ პროექტს

თქვენ შეგიძლიათ გაუწიოთ მნიშვნელოვანი დახმარება ამ ღია კოდის პროექტს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გაქვთ შეზღუდული გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა თუ კოდირებაში. დიახ თქვენ!

აქhttp://projects.openoffice.org/index.htmlთქვენ იპოვით პროექტებს დაწყებული ლოკალიზაციიდან, პორტინგიდან და ჯგუფური მასალებიდან დამთავრებული კოდირებული პროექტებით. თუ თქვენ არ ხართ პროგრამისტი ცადეთ დოკუმენტაცია ან მარკეტინგული პროექტი. OpenOffice.org-ის მარკეტინგის პროექტი ეხება ორივეს, გორილას და ტრადიციულ კომერციულ ტექნიკას რათა გავავრცელოთ ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ ამას ვაკეთებთ ენობრივი თუ კულტურული ბარიერების გადალახვით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მხოლოდ და მხოლოდ ამბის გავრცელებით და მეგობრისათვის ამ საოფისე მასალის შესახებ მოყოლით.

თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მარკეტინგული კავშირებისა და საინფორმაციო ქსელის მეშვეობით აქ:http://marketing.openoffice.org/contacts.html სადაც თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ კავშირი პრესასთან, მედიასთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, კონსულტანტებთან, სკოლებთან, Linux-ის მომხმარებლებთან და პროგრამისტებთაბ თქვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში.

გამოიყენეთ მხარდაჭერა

დახმარებისათვის OpenOffice.org 2.0-ის საოფისე განყოფილებასთან დაკავშირებით, შეიხედეთ არქივში რათა მოიძიოთ უკვე პასუხ გაცემული შეკითხვები შემდეგი დაგზავნის სიის საშუალებით users@openoffice.org ამ მისამართზეhttp://www.openoffice.org/mail_list.htmlაგრეთვე, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ მისამართზე users@openoffice.org. არ დაგავიწყდეთ რომ გაწევრიანდეთ სიაში რათა მიიღოთ პასუხები ელფოსტის მეშვეობით.

აგრეთვე შეამოწმეთ კითხვა-პასუხის განყოფილებაhttp://user-faq.openoffice.org/.

მოდით დავიწყოთ

საუკეთესო გზა რომ დაიწყოთ დახმარება არის ის რომ გაწევრიანდეთ ჩვენს ერთ ან მეტ დაგზავნის სიაზე, გაერკვეთ და თანდათან გამოიყენოთ ელფოსტის არქივები იმისათვის რათა გაეცნოთ ბევრ საკითხს რომელთა შესახებაც საუბარია OpenOffice.org-ის კოდში რომელიც გამოვიდა 2000 წლის ოქტომბერში. როდესაც თავს იგრძნობთ კომფორტულად, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ იმეილი და გააცნოთ საკუთარი თავი სხვებს. თუ თქვენ იცნობთ ღია კოდის პროექტებს, შეამოწმეთ ჩვენი გასაკეთებელი დავალეების სია და ნახეთ თუ არის რაიმე ისეთი საკითხი რაშიც შეიძლება დაგვეხმაროთhttp://development.openoffice.org/todo.html.

ვიმედოვნებთ რომ თქვენ ისიამოვნებთ ახალი OpenOffice.org 2.0-ით და შემოგვიერთდებით ონლაინზე.

The OpenOffice.org Community